Friday, March 12, 2010

ფიქრია კახნიაშვილი


პროექტი

პროექტის სახელი: ვ.ა.მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მოცარტის შემოქმედებასა და კერძოდ ოპერა „ჯადოსნური ფლეიტის“შესახებ.მოიძიებენ ფოტოებს , ვიდეო ჩანაწერებს და განათავსებენ საიტზე.

პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე,რომ მოცარტმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელში შექმნა ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“(1791)წელს,ეს ოპერა არის გერმანულენოვანი.“ჯადოსნური ფლეიტის“ლიბრეტო შიკანედერმა შექმნა XVIII-ს.გერმანელი მწერლის კრისტოფ მარტინ ვილანდის სიუჟეტის მიხედვით.აღშანიშნავია,რომ შიკანედერის ლიბრეტოში კომპოზიტორმა ბევრი რამ შეცვალა,რათა საკუთარი მიზნებისთვის მიესადაგებინა.მოიძიეს ბავშვებმა ამ ოპერის ჟანრული რაობის შესახებ,რომ ერთ ჩარჩოში ვერ თავსდება „ ჯადოსნური ფლეიტა“,ეს ოპერა არის ზღაპარიც და ამასთანავე,რეალისტურიც აგრეთვე ალხური კომედიაც,რაც არამც თუ იშვიათობაა არამედ სრულიად ახალია იმ დროისათვის.ეს მოცარტის ნოვატორული საოპერო ნიჭის უკანასკნელი გამოსხივებაა.მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ წიგნს თავისივე ფოტო მასალით და განათავსებენ ინტერნეტში.

მონაწილეთა ასაკი:14 წლის.

ვადები ,ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტიდან 2 კვირის განმავლობაში.მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება,ვებ-გვერდის გაკეთება,წერა და წარდგენა ქართულ ენაზე.ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება,თანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას კლასიკური მუსიკის სფეროში,ჩამოუყალიბდებათ მოსმენის უნარი,შეძლებენ შეფასებას ერთმანეთის ნამუშევრებისას.

სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისთვის ,ვინც არ არის ჩართული ამ პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაეცნოს მოცარტსა და მის შემოქმედებას.

სამუშაო ენა:ქართული.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.

პროექტის ფასილიტატორი: ფიქრია კახნიაშვილი, 145-ე სკოლის პედაგოგი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: p.kakhniashvili145@gmail.com


ნაწყვეტი ოპერიდან ”ჯადოსნური ფლეიტა”